saqarTvelos mdinareebi - mWiSTa
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ბზიფის ქედი |
შესართავი | შავი ზღვა |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 169 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,71 მ³/წმ |
სინონიმი: შავწყალა.
კარსტული მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 169 კმ². სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონე 200 მ. ერთვის შავ ზღვას ახალსოფელთან. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 7,71 მ³/წმ. იყენებენ შავწყლის საკალმახე მეურნეობის ტბორებისთვის.